კონცეპცია

კომპანიის პრიორიტეტს დაარსების დღიდან წარმოადგენს ბრენდი კოლხური®ს (Kოლკჰური®) სახელით ბუნებრივ მასალებზე დამზადებული ორიგინალური ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქტების წარმოება. ეს პროდუქტები შეიცავენ მცენარეული ექსტრაქტების უნიკალურ კომპოზიციებს, რომლებიც გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, ფლავანოიდებითა და პოლიფენოლებით. ეს ნივთიერებები უაღრესად დადებითად მოქმედებენ კანზე და გააჩნიათ გამოკვეთილად ძლიერი ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული პროცესების მასტიმულირებელი თვისებები. მცენარეული ფოსფოლიპიდები კი უზრუნველყოფენ ორგანიზმის მიერ ამ აქტიური ნივთიერებების ათვისების პროცესს. პროდუქტები იწარმოება სერიულად სპეციალურად შემუშავებული ორიგინალური რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ციკლის მიხედვით არ შეიცავენ პარაბენებს, სხვადასხვა PEG ნაერთებსა და სილიკონებს.

მცენარეული ექსტრაქტების უნიკალური კომპოზიციები

მის აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს მცენარეული ნედლეული, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში  სპეციალური უძველესი კალენდრისა და ეკოლოგიურად სუფთა მდებარეობის გათვალისწინებით გროვდება.

ყველა მცენარე თავისი ძირითადი აქტიური სუბსტანციის მაქსიმალურ ზღვარს წლის განმავლობაში მხოლოდ გარკვეული მცირე დროით აღწევს,  ამ დროს ვაგროვებთ მცენარეებს. მათ გააჩნია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება.

შემდეგი ეტაპი ამ მცენარეების ექსტრაქციაა, აქიური ნივთიერება გადაგვყავს იმ ფორმაში, რომელიც გვჭირდება ჩვენი პროდუქტების დასამზადებლად.

პროდუქტების წარმოება და დაფასოვება
ასე მიღებული სხვადასხვა ექსტრაქტებისა და არააქტიური სუბსტანციის საშუალებით მზადდება მალამო სპეციალურ დიდ რეაქტორში, ვაკუუმის, გარკვეული ტემპერატურისა და განსაზღვრული დროის გათვალისწინებით.

შემდეგ ბოლო ეტაპზე ხდება პროდუქტების დაფასოვება. ავტომატური დანადგარის საშუალებით.